“ვეძახდი, გიო! გიო! იმიტომ, რომ იმ აგარაკზე კარი ღია დამხვდა რომ შევედი, ვიფიქრე იქნებ დაეძინა ბავშვს, ასე ხმით ვეძახდი არასდროს არ გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე, შემდეგ იქიდან წამოვედი, გურამმა მომიყვა, რომ მოხდა იქ ჩხუბი, მოვიდნენ, თავს დაესხნენ, სიტუაცია არ მოეწონათ ამათ და იმიტომ წამოვიდნენ. შემდეგ მაჩვენა ის გზა, რაც გაიარეს, მაგისტრალი რომ არის, იქ გამორბოდნენ და გიორგი გაიქცა ყველაზე სწრაფად, გაასწრო ამათ ხიდის ქვეშ მიმართულებით, ადგილი ვნახე კიდეც, სადაც გაიქცა ბავშვი და იქ ვეძებდით, იმ ტერიტორიაზე.”
თამარ შალვაშვილი – გიორგი შაქარაშვილის დედა
თამარ შალვაშვილმა ამის შესახებ სასამართლოში განაცხადა, სადაც პირველი ჩვენება მისცა.
შალვაშვილმა სასამართლოში პირველი ჩვენება მისცა სადაც 19 წლის საბედისწერო ღამის დეტალები გაიხსენა. დაკითხვის დროს შაქარაშვილის დედასა და ბრალდებულებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ამავე თემაზე ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოაცხადოს.