ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) რა ჩვენება მისცა შაქარაშვილის დედამ სასამართლოში – მას მკვლელობის მოტივზეც დაუსვეს კითხვა

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის დედამ თამარ შალვაშვილმა სასამართლოში პირველი ჩვენება მისცა, სადაც 19 წლის საბედისწერო ღამის დეტალები გაიხსენა.

პროცესზე დაცვის მხარემ შალვაშვილს მკვლელობის სავარაუდზე მოტივზე დაუსვეს კითხვა. დაისვა კითხვა შაქარაშვილის სასიყვარულო ურთიერთობაზეც, გარდაცვლილის დემამ ეს ვერსია გამორიცხა.

“შეყვარებული არ ჰყავდა, შესაძლოა ფლირტის დონეზე, მაგრამ ოფიციალური შეყვარებული არ ჰყავდა,”- ამბობს შალვაშვილი.

პროცესზე შალვაშცილს “ოქროს მოწმის” გური ამირხანაშვილის დაკავშირებითაც ჰკითხეს,  ენდობოდა თუ არა მას, რაზეც გარდაცვლილის დედამ უპასუხა, რომ მასში ეჭვი არ შეპარვია.

სასამართლში ეს თამარ შალვაშვილის პირველი ჩვენება, სადაც ბრალდებულებსაც მიმართა.დაკითხვის დროს შაქარაშვილის დედასა და ბრალდებულებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ამავე თემაზე ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოაცხადოს.

 

 

იტვირთბა....