ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

 “ალბათ, გახსოვთ, როდესაც თავს დამესხა “ოცნების” ზონდერი, ვინმე გავაშელიშვილი…” – უგულავა აეროპორტის ინციდენტზე

“ბოლო შეზღუდვა სასამართლომ მაშინ მომიხსნა, როცა უკანონო პატიმრობაში ვიყავი,” – აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ აეროპორტის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული ქმედებით მისი კონსტიტუციურად მონიჭებული გადაადგილების უფლება დაირღვა.

“ბოლო შეზღუდვა სასამართლომ მაშინ მომიხსნა, როცა უკანონო პატიმრობაში ვიყავი. საზოგადოებას ალბათ ახსოვს ბოლო ინციდენტი აეროპორტში, როდესაც თავს დამესხა “ოცნების” ზონდერი, ვინმე გავაშელიშვილი… დაირღვა კონსტიტუციურად მონიჭებული გადაადგილების უფლება. ასე იქცევა პუტინის რეჟიმი… მეუბნებიან, რომ თურმე ტექნიკური შეცდომა იყო, თურმე პროკურატურას არ გაუგზავნია წერილი და ბაზიდან არ ამოიღეს. მე, როგორც მოქალაქეს, მომადგა ზიანი”, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დილით, გიგი უგულავამ სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვა გაავრცელა, სადაც განმარტავდა, რომ ის საზღვარზე გააჩერეს და განუცხადეს, რომ საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთდა.

ამავე თემაზე იხილეთ

იტვირთბა....