ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არის ბაზა, რომელშიც შეყვანილია ყველა ოპოზიციის ლიდერი” – რატომ არ მისცეს გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლება

“გავარკვიე, რომ არის ბაზა, რომელშიც შეყვანილია ყველა ოპოზიციის ლიდერი, ვიზეც ოდნავაა საქმე აღძრული,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უგულავა განმარტავს, დღეს, დილით აეროპორტში ყველა წესის დაცვით იყო მისული, თუმცა საზღვრის გადაკვეთის უფლება მაინც არ მისცეს.

“რაც მე შემემთხვა, იმდენად სიმპტომური და დამახასიათებელია, უბრალოდ, დაემსგავსა იმას, რასაც პუტინის რუსეთი აკეთებს განსხავებულად მოაზროვნეებისა თუ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ. დღეს დილით აეროპორტში ყველა წესის დაცვით ვიყავი აღჭურვილი, მაგრამ საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მომცეს, 1 საათი ველოდე და განმიცხადეს, რომ ვერ გავფრინდები. ბუნებრივია, ადგილზე შსს განმარტებებს არ და ვერ იძლევა, მაგრამ როგორც გავარკვიე, არის ბაზა, რომელშიც შეყვანილია ყველა ოპოზიციის ლიდერი, ვიზეც ოდნავაა საქმე აღძრული, იმ ბაზაში ხარ და დილი 6 საათზე ვერავის აღვიძებენ, რომ გაარკვიონ, მას აქვს თუ არა შეზღუდვა”, – ამბობს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დილით, გიგი უგულავამ სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვა გაავრცელა, სადაც განმარტავდა, რომ ის საზღვარზე გააჩერეს და განუცხადეს, რომ საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთდა.

იტვირთბა....