ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? – რატომ ვერ გადაკვეთა გიგი უგულავამ საქართველოს საზღვარი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ის საზღვარზე გააჩერეს და განუცხადეს, რომ საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთდა.

უგულავა თავისივე პოსტში დასძენს, რომ მას სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.

„შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი – გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი “ოპრიჩნიკი პოლიცია“, – წერს გიგი უგულავა და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავს.

„ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ“, – წერს გიგი უგულავა.

იტვირთბა....