ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაქცინებმა შესაძლოა, ძალა დაკარგოს” – რა ინფორმაციას ავრცელებს კულუბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაქცინებმა შესაძლოა კოვიდის ახალ შტამებზე ვეღარ იმოქმედოს.

კულუმბეგოვი აღნშნულ პოსტს  გამოცემა Nature-ს მიერ გავრცელებულ მასალზე დაყრდნობით აქვეყნებს.

“არსებულმა ვაქცინებმა შესაძლოა დაკარგონ ძალა ვირუსის ახალი ვარიანტების მიმართ! p.s. შეიქმნება მეორე გენერაციის ვაქცინები, თუ ამის საჭიროება იქნება სულ რაღაც 4-6 კვირაში” – წერს კულუმბეგოვი.

ინფორმაციისთვის, გამოცემა Nature-სი წერს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი კვლევების საფუძველზე სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვაქცინა, შესაძლოა, ვირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ნაკლებეფექტური აღმოჩნდეს.

კვლევები Moderna-სა და Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებულ 2 წამყვან ვაქცინასთან დაკავშირებით ჩატარდა.

კვლევა ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტმა ჩაატარა. ექსპერიმენტში 20 მოხალისე მოანწილეობდა, რომელთაც Moderna-სა და Pfizer-BioNTech-ის ვაქცინები ჰქონდათ გაკეთებული. სპეციალისტებმა სისხლის ორი დოზა აიღეს. ორივე ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის შემთხვევაში ვირუსის წინააღმდეგ იმუნური მოლეკულები – ანტისხეულები გამომუშავდება, რომელთაც ვირუსის მატარებელი ცილის ეკლების ამოცნობა და განეიტრალება შეუძლია. მეორე ვაქცინაციიდან 3-14 კვირაში ორგანიზმში ანტისხეულები გამომუშავდა, რომელთაც კორონავირუსის (SARS-CoV-2 -ის) ამოცნობა შეუძლიათ. თუმცა, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ეს ანტისხეულები ვირუსის პირველია ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია, მაგრამ მისი ეფექტი მნიშვნელოვნად შემცირდა ვირუსის ზოგიერთი ახალი შტამის შემთხვევაში.

ამ კვლევის საფუძველზე მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლოა კორონავირუსის ისეთი მუტირებული ვარიანტები გაჩნდეს, რომელთა წინააღმდეგ არსებული ვაქცინები არაეფექტური იქნება და მისი განახლება გახდება საჭირო.

იტვირთბა....