“შეიძლება ცოტა ზედმეტი სიჯიუტით და ზედმეტი პრინციპულობით უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად ოპოზიცია აყენებს. დღევანდელმა შეხვედრამ იმის თქმის საფუძველი მოგვცა, რომ საბოლოოდ შევთანხდებით! მათ ალბათ ექნებათ იმის თქმის საფუძველი, რომ “ქართული ოცნება“ გარკვეულ დათმობებზე წავიდა და მათი პირობები შესრულდა. ვფიქრობთ, ამ შედეგამდე მივალთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.”
მამუკა მდინარაძე – ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარიე
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც მმართველი პარტიიდან არჩილ თალაკვაძესა და მამუხა მდინარაძეს შეხვდნენ.