მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე პირველ მარტამდე ძალაში რჩება. ამის შესახებ საკოორდიანციო საბჭოს სხდომის შემდეგ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილმა სხვა შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„უნდა აღვნიშნო, რომ პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.
იმის გათვალისწინებით რომ მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, სკოლები იწყებს ფუნქციონირებას და მაღაზიები. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ ეს გაზრდილი მობილობა შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში ამ ქალაქებში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები კვების ობიექტები, მაღაზიები, იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში“, – აცხადებს ცქიტიშვილი.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.