aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ადამ მიხნიკი საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცნობილმა პოლონელმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ ადამ მიხნიკმა სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა თემაზე – “რეალობა და მოლოდინები”. ლექციის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობაზე.

“ჩემი თვალთახედვით, ის პოლიტიკა, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, არ არის ცუდი. გრძელდება პროევროპული კურსი, მაგრამ მათ ესმით, რომ ეს არის გრძელი გზა. ამავდროულად ისინი იჩენენ სიფრთხილეს რუსეთთან მიმართებაში, რაც ჭკვიანურია, თუ გავითვალისწინებთ ომის გამოცდილებას. რა თქმა უნდა ეს იყო პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი წამოეგო ამ პროვოკაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები აფრთხილებდნენ”, – განაცხადა ადამ მიხნიკმა.

მისი თქმით, მან ქართული არ იცის და ძირითადად რუსულ პრესას ეცნობა, საიდანაც ობიექტური აზრის შექმნა რთულია. თუმცა, მისი თქმით, ერთი ფაქტია, რომ რუსულ პრესაშიც კი ”ახლა არავინ წერს, რომ საქართველო არის პოლიციური სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებებს არღვევენ”.

იტვირთბა....