“ორი სიტყვით კი – ყინული დაიძრა! ასეა ,,სიმართლის მთაზე ცოცვა არასდროსაა ამაო“. არც ის დაგვავიწყდეს, რომ გამარჯვებას ზრუნვა უყვარს. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას გამარჯვების დიდ გზაზე და მადლობა ყველას, ვისაც ამაში საკუთარი წვლილი შეაქვს!“
კახა კალაძე – დედაქალაქის მერი
კახა კალაძე “2008 წლის ომის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ქვეყნისთვის არის გამარჯვება.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ევროსასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.