ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა თანმიმდევრობით განისაზღვრა ვაქცინაციის პრიორიტეტული ჯგუფები – ჩამონათვალი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის ძირითადი ამოცანაა, წლის ვაქცინაციამ ბოლომდე 60% პროცენტი მოიცვას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იმუნური პასუხით იყოს დაცული. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციას განაცხადა.

„ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, თუმცა რეალისტური და ამის მიღწევა წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი” – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფები ამ თანმიმდევრობით განისაზღვრა:

1. ჯანდაცვის სექტორი სრულად;

2. ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების (თავშესაფრების) ბენეფიციარები და პერსონალი;

3. 75 წელს გადაცილებული მოსახლეობა;

4. 65-74 წლის მოსახლეობა;

5. ესენციური სერვისები;

6. 55-64 წლის მოსახლეობა;

7. ქრონიკული დაავადების მქონე 18-54 წლის მოსახლეობა, მერე სხვა დანარჩენიც, ვირუსგადატანილებიც.

არ აიცრებიან ბავშვები. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასო იქნება. მსოფლიოში უკვე 32 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

იტვირთბა....