ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვაქცინაციის გეგმა დამტკიცდა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე ვაქცინაციის გეგმა დამტკიცდა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, ვაქცინაციის გეგმაში განსაზღვრულია რა ტიპის ვაქცინებს მიიღებს ქვეყანა და როგორ მოხდება მისი ლოჯისტიკა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მთავრობას წარედგინა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის გეგმა, რომელიც დამტკიცდა“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა მიიღოს. პრემიერის განმარტებით, ქვეყანა „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით ვაქცინის 1,5 მლნ დოზას მიიღებს.

იტვირთბა....