ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში – მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახელბას განიხილავს, მაგრამ როდიდან, ეს ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

როგორც ტიკარაძემ TV იმედის ეთერში აღნიშნა, არაა გამორიცხული, რომ სავაჭრო სფერო და სკოლები ერთდროულად გაიხსნას.

“ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში, აქედან გამომდინარე შემდეგი სფერო… ან შეიძლება ერთდროულ სფეროდაც, ვინაიდან ეს არის მიმდინარე პროცესი, აქედან გამომდინარე,რა თქმა უნდა, არ მინდა დავასწრო მოვლენებს და შევქმნა მცდრი მოლოდონებსი… შემდეგო სფერო აროს სწორედ განათლების სფერო.

ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა კომპონენტს, ეს იქნება ჰიბრიდული მოდელი, ან შეიძლება დავყოთ კლასებად, შედარებით რისკიან და ნაკლები რისკის მატარებელ კლასებად, ასევე პრიორიტეტებად, რასაც გადაწყვეტს განათლების სამინისტრო, სადაც არის საჭირო უშუალოდ ბავშვების კლასებში დასწრება და ჩვენ ვიქნებით უკვე ამ მიმართულებით მათთან ერთად ჩართულები, რომ სკოლებმა მოახერხონ მაქსიმალური დაცვა, როგორც ბავშვის, ისე პედაგოგების” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, დიდ ქალაქებსა და აჭარის რეგიონში სასწავლო წლის მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდა. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყო.

შეგახსენებთ, ქვეყანაში 28 მოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო. თუმცა, იპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

თუმცა, აღნიშშული შეზღუდვები არ ეხება სასწავლო პროცესს და სწავლა საკლასო ოთახებში უკეთესი ეპიდვითარების შემდეგ განახლდება.

იტვირთბა....