დღეიდან დიდ ქალაქებსა და აჭარის რეგიონში სასწავლო წლის მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პანდემის გამო უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყო.
შეგახსენებთ, ქვეყანაში 28 მოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო. თუმცა, იპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.
თუმცა, აღნიშშული შეზღუდვები არ ეხება სასწავლო პროცესს და სწავლა საკლასო ოთახებში უკეთესი ეპიდვითარების შემდეგ განახლდება.