მთავარი ციტატა

“ელისაშვილი ოპოზიციიდან უკვე გარიყულია, რა უზნეო და უსირცხვილოა”

“ელისაშვილი ოპოზიციიდან გარიყულია უკვე, ოღონდ ამის გაფორმებაა ახლა საჭირო. ელისაშვილი არის დღეს პარნტიორი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის. ეს მან აირჩია. რა უნდა დავუპირისპიროთ იმას, როცა რამდენიმე ადამიანი სუფთა პუტინის და ივანიშვილის სტილში ურბალოდ ტალახს ისვრის და ვნახეთ, რა ტიპის ბრალდებები იოსროლეს. გუშინ რაც იკადრა ელისაშვილმა, ვიღაც ადამიანებს, ვინც დეტალებს არ ადევნებდა თვალყურს, გუშინდელ დეტალებს რომ ნახავს, რა უზნეო და უსირცხვილოა, ეს შეიძლება დაეხმაროს ვითარების გარკვევაში.”

გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ლიდერი

აღნიშნულით ბოკერია “პალიტრანიუსის” გადაცემაში ოპოზიციონერი ლიდერების დაპირისპირებას გამოეხმაურა. 

ამასთან, 19 იანვარს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და “ლელოს” დამფუძნებელ, მამუკა ხაზარაძეს შორის “ღამის კურიერის” ეთერში დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ერთიან ფორმატში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.

 

იტვირთბა....