“ოქროს ზოდებისა და რაშების შესახებ ყურისმომჭრელი ჭორები გამივრცელეს მოსყიდული მედიით, რომ გაბრუებული საზოგადოება ჩემს განადგურებას ოვაციებით შეხვედროდა”.
ლევან მამალაძე – ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი
ამის შესახებ მა “კვირის პალიტრასტან” ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე 2003 წლიდან საზღვარგარეთ ცხოვრობს. ის სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის გაასამართლეს. ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლომ, მაშინ დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.