“თითქმის თვენახევარია ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს ბატონმა ელისაშვილმა და მისმა ამფსონმა იოსელიანმა და მერე შეუერთდა „გირჩის“ განაყოფის რამდენიმე ადამიანი. ძალიან სამარცხვინო ფორმა შეიძინა ამან, რაც დრო გავიდა და გუშინ საერთოდ საკუთარი რეკორდები მოხსნა ბატონმა ელისაშვილმა.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ლიდერი
აღნიშნულით ბოკერია “პალიტრანიუსის” გადაცემაში ოპოზიციონერი ლიდერების დაპირისპირებას გამოეხმაურა.
ამასთან, 19 იანვარს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და “ლელოს” დამფუძნებელ, მამუკა ხაზარაძეს შორის “ღამის კურიერის” ეთერში დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ერთიან ფორმატში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.