გერმანიის მთავრობამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
1200 გერმანელი ჯარისკაცი შეუერთდება ანტიტერორისტულ კოალიციას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრაკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ISIS დამარცხება დიდი შვება იქნება მსოფლიოსთვის.
ბერლინის ამ გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში მომხდარი ტერაქტებია, რომლებზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ხელისუფლების შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს.