მთავარი ციტატა

“სამი მუშკეტერიდან ერთ-ერთი განსაკუთრებით ხელს გვიქნევს, ხმა არ ამოიღოთ, უარესი მოხდებაო”- ნანუკა ჟორჟოლიანი

“სამი მუშკეტერიდან ერთ-ერთი განსაკუთრებით ხელს გვიქნევს, ხმა არ ამოიღოთ, უარესი მოხდებაო, დღეში 5 ათასი იქნებაო. კრიზისს ესენი ვერ მართავენ, გამოსავალს ვერ გვთავაზობენ. იმის მაგივრად გველაპარაკონ აცრებზე, როდის დაიწყება, გვეუბნებიან, აააა, თუ კარის გაღება და ფეხის გადადგმა მოგინდებათ, გუდიანი მოვა და შეგჭამთო.”

 

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი

ამის შესახებ ჟორჟოლიანმა “დღის ამბებში” ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტის თქმით, ხელისუფლება კრიზისს ვერ მართავს, ხოლო ჩაკეტილ ქვეყანას მართვა არ სჭირდება. 

შეგახსენებთ, ქვეყანაში 28 მოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო. თუმცა, იპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა. ამასთან, მთავრობაში განაცხადეს, რომ პირველი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქება არა ერთიანად, არამედ ეტაპობრივად მოხდება.  

იტვირთბა....