ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნიკა გვარამიას სასამართო პროცესი ჩაინიშნა – “მთავარი არხის” დირექტორი განცხადებას ავრცელებს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მისი სასამართო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა.

“ბატონო ბიძინა, თქვენ წახვედით თუ არა, სასამართლომ ეგრევე დაკარგა დამოუკიდებლობა და საშინლად მოქცევა დაიწყო! პროკურატურაც აყვა! აი, მაგალითად, მე, 2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს. აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი.

მოკლედ, მეხსიერებაც მეესპოთ უთქვენოდ და სინდისიც წაიწყმიდეს. თქვენ აკი დაწერეთ საანდერძო უსტარში, მივდივარ და დიდი დარდი მიმყვება, გვარამიას ვერაფერი რომ ვერ ვუქენიო. ხოდა აგინს უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან. ხოდა, მობრუნდიიიიით რააააა, რა კაი იყო თქვენ დროს, სამართლიანი პროკურატურა და სასამართლოოოო!” – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისათვის, წინ სასამართლომ პროცესი პირველ დეკემბერსაც ჩანიშნა და ის წესით 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მეორე დღეს გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალი წაუყენეს. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება. 2019 წლის 20 ივლისს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე. 

იტვირთბა....