ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ფუ, მართლა თქვენი… 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის დამარცხება სწორედ თქვენმა ღალატმა გამოიწვია” – ნათელაშვილი გია გაჩეჩილაძეს პასუხობს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსლში  გია გაჩეჩილაძის იმ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც უცნობი 2008 წელს შავნაბადაზე მიხეილ სააკშვილთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.

ნათელაშვილი აღნიშნულ პოსტში ამბობს, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის დამარცხება სწორედ, რომ აღნიშნულმა ღალატმა გამოიწვია.

“ბოროტ ტვინდაბნელებულთა ნაწილი წლობით მედავებოდა, რატომ არ დავუჭირე მხარი, მაშინ ამ ბატონის კანდიდატურას და როგორ გავბედე საკუთარი კანდიდატურის დაყენება. იქამდეც მოვიდნენ, რომ თურმე სააკაშვილის დავალებით ვიყარე კენჭი, რათა არ მოვეკალი ან არ დავეჭირე. ფუ, მართლა თქვენი.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის დამარცხება სწორედ აღნიშნულმა ღალატმა გამოიწვია და არა იმან, რომ 12 წლის შემდგომ ისინი, ანუ ოპოზიციური პარტიები, თურმე შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში აპირებდნენ დაჯდომას.” – წერს შალვა ნათელაშვილი.

ცნობისთვის, მომღერალმა, გია გაჩეჩილაძემ “პალიტრანიუსის”  ეთერში 2008 წელს, შავნაბადაზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

იტვირთბა....