ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გიდასტურებთ, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის”- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოშიცაა შემთხვევები, როდესაც კორონავირუსგადატანილი პაციენტების ნაწილი კლინიკებს განმეორებითაც მიმართავენ. აღნიშნულით ამირან გამყრელიძე ბრიტანეთში ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურა, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა.

თუმცა, გამყრელიძე განმატავს, რომ კოვიდგადატანილი პაციენტები საავადმყოფოებს განმეორებით მიმართავენ არა ინფიცირების, არამედ კოვიდ-19-ის შემდგომი გართულებების გამო.

“განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის. ვერ გეტყვით, რომ მათგან ყოველი მეათე დაიღუპა და ა.შ. რაც ბრიტანელების კვლევაშია. მათი კვლევა შესაბამისი დიზაინით ჩატარდა. ამ ტიპის კვლევა ჩვენთან არ გაკეთებულა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის, ოღონდ არა კოვიდის გამო, არამედ კოვიდის გართულებების გამო. ვერც იმას გეტყვით გარდაცვალების შემთხვევები ყოფილა თუ არა მათ შორის. ძალიან სენსიტიური საკითხია. იმიტომაა საჭირო, რომ შესაბამისი კვლევა ჩატარდეს. ისევე როგორც კოვიდგადატანილ პაციენტებში შემდგომი დაკვირვებები აუცილებელია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან.”

ცნობისთვის, ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგების მიხედვითაც, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც, საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა. კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.

იტვირთბა....