,,ტელეფონი, რომელიც მაჩუქეს, რა ვქნა ახლა, გავყიდო და გლახაკებს დავურიგო ფული? რატომ არ გაიყიდა ეს და რატომ არ დაურიგდა ეს ფული გლახაკებს, ამაზეა საუბარი? მე რაც შემიძლია ყველას ვეხმარები, ვერავინ იტყვის, რომ დახმარება ვთხოვე და არ დამეხმარაო, რაც შემიძლია ვაკეთებ. რაც შეეხება ამ ტელეფონს, მე პირობა დავდე. მიუხედავად იმისა, რომ არავისთან პირობა არ მაქ დასადები და რამდენიმე კარგი ფილმი გადავიღე ამ ტელეფონით, ამასაც აქვს მნიშვნელობა, როგორც ამბობენ.”
მეუფე ნიკოლოზი – ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი.
ამის შესახებ მან ,,დღის კურიერში” განაცხადა.
ცნობისათვის, ტექნიკის ერთ-ერთმა მაღაზიამ მეუფე ნიკოლოზს iPhone 12 აჩუქა.