“ნავალნის გადაწყვეტილება უდავოდ ვაჟკაცური გადაწყვეტილებაა. თავისთავად ცხადია, რომ ის რუსი პოლიტიკოსია, შესაბამისად მისი ყველა გამონათქვამი ჩვენთვის ვერ იქნება მისაღები. მისი გამონათქავემი სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით მიუღებელია. მაგრამ ახლა ამ ასპექტზე არ უნდა ვფოკუსირდეთ. ფაქტია, პუტინის ხელისუფლებას ეშინია ნავალნის, მისი ქმედებები მიუთითებს ამაზე.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს წევრი
ამის სესახებ უგულავამ “დრის ამბებში” განაცხადა.
შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. პოლიტიკოსი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.