ისეთი ადამიანები ვინც ღიად ებრძვიან პუტინს, ძალიან ცუდად ამთავრებენ ხოლმე. ერთი ასეთი ადამიანი, ვინც გადარჩა ცოცხალი, მაგრამ 11 წელი იჯდა ციხეში, ხადარკოვსკი იყო. ნავალნისაც იგივე ბედი უწერია, ის იქნება პუტინის პირადი არესტანტი. შეიძლება არაფერი არ მიუსაჯონ, ცოტახნით გამოუშვან, შემდეგ კიდევ დაიჭირონ, გააწვალებენ და ბოლოს და ბოლოს ეყოლებათ ისე, რომ მისი სიცოცხლე რუსეთში შეუძლებელი გახადონ.”
ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე
ხარშილაძე რუსეთის აეროპორტში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებაზე “ინტერპრესნიუსთან” საუბრობს.
შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა.