ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვინც ღიად ებრძვიან პუტინს, ძალიან ცუდად ამთავრებენ ხოლმე, ნავალნისაც იგივე ბედი უწერია”- ანალიტიკოსი

ანალიტიკოსი  ნოდარ ხარშილაძე რუსეთის აეროპორტში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს გარდაუვალი იყო.

როგორც ხარშილაძე აღნიშნავს, ალექეი ნავალნიმ იცოდა, რომ ჩასვლისთანავე მას დაჭერდნენ, მაგრამ ის რჩება იმ ერთადერთ ადამიანად ქვეყანაში, რომელსაც პუტინის არ ეშინია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, რუსეთსი ნავალნის წინააღმდეგ ბრძოლა ამით არ დასრულდება და ბოლოს იმ მდგომარეობამდე მიიყვანენ, მისი სიცოცხლე ამ ქვეყანაში შეუძლებელი გახადონ.

„ნავალნის დაჭერა გარდაუვალი იყო და თვითონ ნავალნიმაც იცოდა. არანაირი აზრი, ამ ეტაპზე, თუ რისთვის დაიჭირეს ანუ ოფიციალური მიზეზი რა იქნება, არ აქვს. ის დაიჭირეს იმისთვის, რომ ბედავს და ერთადერთია რუსეთში, ვინც ღიად ებრძვის პუტინს. ამდენი წლის შემდეგ ყველა, ან იყიდეს, ან დააშინეს, ან ქვეყნიდან გააქციეს, ისეთი ადამიანები ვინც ღიად ებრძვიან პუტინს, ძალიან ცუდად ამთავრებენ ხოლმე. ერთი ასეთი ადამიანი, ვინც გადარჩა ცოცხალი, მაგრამ 11 წელი იჯდა ციხეში, ხადარკოვსკი იყო. ნავალნისაც იგივე ბედი უწერია, ჯერ მისი მოკვლა სცადეს, რომელიც ნავალნიმ თავისი გამოძიებით დააკავშირა რუსულ სპეცსამსახურებთან და დასცინა მათ. ის იქნება პუტინის პირადი არესტანტი. შეიძლება არაფერი არ მიუსაჯონ, ცოტახნით გამოუშვან, შემდეგ კიდევ დაიჭირონ, გააწვალებენ და ბოლოს და ბოლოს ეყოლებათ ისე, რომ მისი სიცოცხლე რუსეთში შეუძლებელი გახადონ.

ნავალნის პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, ეს გემოვნებისა და მსოფლმხედველობის ამბავია, მაგრამ ძალიან გაბედული და პრინციპული ადამიანია. ზუსტად რომ იცოდა, მას ასე მოექცეოდნენ, იმიტომ წავიდა პრინციპულად, რათა დაანახოს თავის მხარდამჭერებსა და მთლიანად რუსეთს, რომ ის რჩება იმ ერთადერთ ადამიანად ქვეყანაში, რომელსაც პუტინის არ ეშინია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია,“- განაცხადა ხარშილაძემ “ინტერპრესნიუსთან.”

შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული  რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. პოლიტიკოსი  ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

იტვირთბა....