“სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა უკვე ერთეული გექნებათ და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოხვალთ.”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი – ამირან გამყრელიძე
ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 საათში კორონავირუსისგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.