საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ის პარიზში მივლინებით იმყოფებოდა.
„ახალი წლის ახალი ფეიკი! პრეზიდენტი პარიზში არც მივლინებით, არც საიდუმლო „დავალებით“ არ ყოფილა, თუ დავალებად არ ჩაითვლება შვილიშვილის გასაცნობად პირადი ვიზიტი. პრესსამსახურმა კი, ტელეკომპანია „ფორმულას“ მხოლოდ ეს უკანასკნელი ინფორმაცია დაუდასტურა!“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, “შაბათის ფორმულას” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო დავალებით პარიზში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაგზავნა.