aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილი საფრანგეთში მიდის – კალაძე-კობახიძის ტანდემი გახარიას გაზაფხულამდე ჩამოიშორებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ფორმულას” ინფორმაციით, მმართელი გუნდის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ ქვეყნიდანაც მიდის. ადგილი, რომელსაც თავს შეაფარებს, საფრანგეთი იქნება. 

“შაბათის ფორმულამ” გაარკვია, რომ ივანიშვილმა საგანგებო დავალებით პარიზში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაგზავნა. თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენა დეკემბრის ბოლოს შესრულდა. ინფორმაციას პრესამსახურიც ადასტურებს, თუმცა ზურაბიშვილის მივლინებასთან დაკავშირებით დეტალები საჯარო არ არის, რადგან ის სამუშაო ვიზიტით არ წასულა. ოფიციალური ინფორმაციით, პარიზში მან შვებულება გაატარა.

“ფორმულასთვის” აგრეთვე ცნობილი გახდა პარტიაში კლანური დაპირისპირების შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, პარტიის ახალი თავჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კახა კალაძით ჩანავლებას გეგმავს. “შაბათის ფორმულას” ცნობით, კალაძე-კობახიძის ტანდემი გიორგი გახარიას გაზაფხულამდე ჩამოიშორებს.

წყარო: “ფორმულა”

იტვირთბა....