უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში, იმიერკარპატების ოლქში ჩასვლას გეგმავს.
მისი თქმით, ვიზიტის მიზანი იქ მცხოვრები უნგრელების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა.
„ომის დაწყების შემდეგ უნგრეთის არცერთი პრემიერ-მინისტრი იმიერკარპატებში მცხოვრებ უნგრელებთან არ ჩასულა. ეს მალე შეიცვლება, როდესაც პრემიერ-მინისტრის რანგში იმიერკარპატებში დავბრუნდები. იქ ბოლოს 2024 წელს, ოპოზიციაში ყოფნის დროს ვიყავი“, – განაცხადა მადიარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მადიარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მომდევნო, შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხისგან განცალკევებით უნდა წარიმართოს.
„უნგრეთის მთავრობის პოზიცია მკაფიოა – ეს საკითხები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილებოდეს“, – განაცხადა მადიარმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტის საკითხს ბრატისლავაში ჩეხ, პოლონელ და სლოვაკ კოლეგებთან შეხვედრისას განიხილავს.
ცნობისთვის, „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასადმი გაგზავნილ წერილში ფრიდრიხ მერცმა გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტისთვის იმ პირობით დაადასტურა, თუ ევროკავშირის ყველა ქვეყანა დათანხმდება უკრაინისთვის დაფინანსების გამოყოფას.

