ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ მონურ მდგომარეობას” – “მეტი თავისუფლება – გირჩი” შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

“მეტი თავისუფლება – გირჩი” ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

პარტია აღნიშნული განცხადებით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვს.

“დაუყოვნებლივ გაუქმდეს ყველა სახის შეზღუდვა, რომელიც ეხება ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასა და ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას.

დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა და აღდგეს ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან.

ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ მონურ მდგომარეობას და ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი.

ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალისთვის ბრძოლაში შემოგვიერთდეს, ჩვენი კარი ღიაა”, – აღნიშნულია განცხადებაში”,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....