ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჰიდრომეტერეოლოგები რამდენიმე დღეში თოვლს ვარაუდობენ

მთელ საქართველოში რამდენიმე დღე ნალექიანი ამინდი იქნება, 4 დეკემბერს კი ზოგ რაიონში შესაძლოა თოვლიც წამოვიდეს, 3-4 დეკემბერს ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ „მეტრონომი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსს სვეტლანა ნიორაძეს ესაუბრა:

„4 დეკემბრის ჩათვლით არამდგრად ამინდს ველოდებით. დასავლეთ საქართველოში წვიმს. ხვალ დილით დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოიდარებს, თუმცა დღის მეორე ნახევარში გაწვიმდება, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. ნალექიანი ამინდი 3 დეკემბერსაც შენარჩუნდება. 3-4 დეკემბერს კი ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაცემას ვვარაუდობთ – როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. ტემპერატურა 3 დეკემბერს დაბლობში 3-8 გრადუსი იქნება, 4 დეკემბერს კი 2-7 გრადუსის ფარგლებში. გამორიცხული არ არის, რომ 4-ში სადმე ნალექიც წამოვიდეს თოვლის ან თოვლჭყაპის სახით. 5 დეკემბრიდან მცირე ნალექი შენარჩუნდება, 6-დან 9-ის ჩათვლით კი უნალექო ამინდი იქნება“. – ამბობს სვეტლანა ნიორაძე.

იტვირთბა....