ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის გეგმა უკვე დასრულდა, თუმცა მომდევნო კვირას გეგმის ფორმალიზაცია უნდა მოხდეს.
როგორც გაბუნია მედიასთან განმარტავს, ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ჯანმო-ს აღიარება ექნება, განხილულია ვაქცინაციის გეგმის შესაბამისად.
“გეგმა როგორც ცნობილია დასრულდა, განხილულ იქნა საკოორდინაციო საბჭოზე, ვაქცინაციის კომიტეტზე პარასკევს დაზუსტდება გარკვეული დეტალები იმისთვის, რომ საბოლოო სახით უკვე მოხდეს გეგმის ფორმალიზაცია მომდევნო კვირაში. განიხილება, გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფები, პრიორიტეტული ჯგუფები და ასევე ყველა ის ვაქცინა, რომლის მოზიდვაც და გამოყენებაც მოხდება ქვეყანაში. ასეთი ვაქცინა იქნება რამდენიმე. ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, იქნება უსაფრთხო და ხარისხიანი, განხილულია, ამ გეგმის შესაბამისად,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.