ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

20 წლის ბიჭმა SMS-ის მიღების შემდეგ თავი მოიკლა

რამდენიმე დღის წინ  ხაშურში 20 წლის ბიჭმა, პოლიციის ვერსიით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის მიზეზი შეყვარებულისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინების წაკითხვა გახდა.
როგორც სააგენტო  “კვირას” ადგილობრივებმა უამბეს,  ახალგაზრდა სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეყვარებულისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო. „ეს-ემ-ესის“ წაკითხვის შემდეგ იგი აღელდა და მეორე სართულზე ავიდა. მოგვიანებით ის ჩამოხრჩობილი იპოვეს.
„მეტრონომს“ “ შს სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....