ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებული პირი ყოფილი პოლიციელია

კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული პირი ყოფილი პოლიციელია. – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლდიმერ ბორცვაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, მან პირადი განცხადების საფუძველზე პოლიციელის პოსტი 2018 წელს დატოვა.

„ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მან 2018 წელს პოლიციის რიგები დატოვა და სამსახურიდან წავიდა. პირადი პატაკით დატოვა სამსახური“, – აცხადებს ბორცვაძე.

ამასთან, როგორც შსს-ს მინისტრის მოადგილე აცხადებს, უწყებაში ბრალდებულის განცხადების საფუძველზე მის მიმართ მუქარაზე გამოძიება დაწყებულია. მისივე თქმით, დაკავებულისთვის ეს ცნობილი იყო.

„დეტალებზე მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ… მას გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში და ეს არის გამოძიების საგანი. ყველა ადამიანი ამ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება, გამოიკითხება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.

გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რომ მასზე მუქარა მიმდინარეობდა? საქმის კურსში იყო და გამოკითხვაზეც ჰყავდათ. გამოძიება მისი განცხადების საფუძველზე, თუ სწორად მახსოვს, მუქარის ფაქტზეა დაწყებული. ემუქრებოდნენ თუ არა, ესეც გამოძიების საგანია“, – განაცხადა ბორცვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ აიყვანა მან მძევლები, ვლდიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ მისი „დღევანდელი ქმედების მოტივი გამოძიების საგანია“.

იტვირთბა....