ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-მდე გაიზარდა.

პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს წევრები დაასახელა და მათ წარმატებები უსურვა.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან:

კახა კალაძე

ვასილ მაღლაფერიძე

გიორგი გახარია

არჩილ თალაკვაძე

მაია ცქიტიშვილი

გიორგი ვოლსკი

ირაკლი ღარიბაშვილი

თეა წულუკიანი

მამუკა მდინარაძე

კახაბერ კუჭავა

ვახტანგ გომელაური

ეკატერინე ტიკარაძე

ივანე მაჭავარიანი

მაკა ბოჭორიშვილი

შალვა პაპუაშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ნიკოლოზ სამხარაძე

სოზარ სუბარი

დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე.

შეგახსენებთ, პარტიის ყრილობაზე  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ „ექსპო ჯორჯიასთან”, სადაც “ქართული ოცნების” ყრილობა მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში აქცია იმართება.

იტვირთბა....