ამ წუთებში ექსპო ჯორჯიასთან, სადაც დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობა უნდა გაიმართოს აქცია მიმდინარეობს.
ექსპო ჯორჯიასთან სამოქალაქო აქტივისტები ტრანსფარანტებით მივიდნენ.
როგორც აქციის მონაწილები მედიასთან აცხადებენ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ არიან ლეგიტიმურად არჩეულები და მათი ყრილობა არ უნდა გაიმართოს.
აქტივისტების თქმით, დღეს “ქართული ოცნება” თავმჯდომარედ “ირაკლი გავრილოვს” ირჩევს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ყრილობას მართავს. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობის არჩევა იგეგმება.