პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
ოცნების ყრილობას მთელი ქვეყნის მასშთაბით პარტიის 400-მდე დელეგატი ესწრება, რომლებმაც ირაკლი კობახიძის კანდიტატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
პარტიის ახლად არჩეულმა თავჯდომარემ კი თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირობას გაძლევთ, რომ მთლიანად დავიხარჯები, რათა თქვენი ნდობა გავამართლო“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ „ექსპო ჯორჯიასთან”, სადაც “ქართული ოცნების” ყრილობა მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში აქცია იმართება.