ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რა უნდა იყოს იმაზე დიდი ქარაქუცობა, რაც დღეს მოხდება – უკვე არჩეულის „ასარჩევად“ ამხელა აურზაური ექნებათ” – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

მელია აღნინშული მიმართვით დღეს, “ქართული ოცნების” ყრილობას ეხმიანება, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

“დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება- ქართული ოცნება ყრილობას მართავს და იმას „ირჩევს“, ვინც უკვე არჩეულია ოლიგარქის მიერ. ოლიგარქის, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს იხსენიებს „ქარაქუცა პარტიებად“.

არადა, რა უნდა იყოს იმაზე დიდი ქარაქუცობა, რაც დღეს მოხდება – უკვე არჩეულის „ასარჩევად“ ამხელა აურზაური ექნებათ..

ხალხის, და ხალხის მიერ არჩეული – არჩევნებში რეალურად გამარჯვებული ოპოზიციის საბოლოო გამარჯვება გარდაუვალია.

ახლა მთავარია თანმიმდევრული, უკომპრომისო ბრძოლა და რაც ყველაზე გადამწყვეტია, რწმენა იმისა რომ გავიმარჯვებთ.

რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა დაიჯერო რომ გაიმარჯვებ!” – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობის არჩევა იგეგმება.

იტვირთბა....