ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“როცა ინფიცირების მაჩვენებელი 3%-ს ჩამოსცდება, ტრანსპორტის გამოყენებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ” – ჯანდაცვის მინისტრი

“როდესაც ინფიცირების რიცხვი 3%-ს ჩამოსცდება მაშინ არის შესაძლებელი ეკონომიკის გახსნის სხვადასხვა ეტაპზე საუბარი,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა.

მინისტრამ აღნიშნულ ტელეკომპანიასთან საუბრისას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

“ჩვენ თვალს ვადევნებთ, როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი 3%-ზე დაბალი იქნება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ გახსნის სხვადასხვა ეტაპზე და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებაზე”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

იტვირთბა....