“რაც შეეხება ტრანსპორტს, კარგა ხანია ვიმეორებ, რომ უნდა გამონახულიყო გზები (და ამისთვის საკმაო დრო გვქონდა), რომ ავტობუსების რაოდენობა დამატებულიყო, რითაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ასევე, თითო ავტობუსზე მომხდარიყო ერთი ისეთი კონტროლიორის უზრუნველყოფა, რომელიც ნამდვილად გაუწევდა ზედამხედველობას წესების დაცვას. ასე ავირიდებდით თავიდან ამ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ შეზღუდვას, რაც ზუსტად იმ სეგმენტს აზარალებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.”
მაია ბუწაშვილი- ინფექციონისტი
ამის შესახებ ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში 28 მოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო. თუმცა, იპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.