aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დახმარების მისაღებად განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების თაობაზე განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო 28 თებერვლიდან ფინანსური დახმარების გაცემა დაიწყება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა.

გახარიას ინფორმაციით, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოიცავს 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში.

“მოგეხსენებათ, რომ უკვე დაიწყო განაცხადების მიღება იმ მოქალაქეებისგან, რომლებმაც სამწუხაროდ, ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად სამსახური დაკარგეს. ეს განაცხადები გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 ათასი ასეთი განაცხადი“,-განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ასევე მოქალაქეებს მოუწოდა, შესაბამისი განაცხადი დროულად გაკეთონ.

იტვირთბა....