“სხვაგან არ ვიცი და ჩვენთან, რელიგია არის პოლიტიკური ლობიზმის ინსტრუმენტები. რელიგიური ფაქტორებით საკმაოდ კარგად ჩანს ხოლმე როგორც საშინაო ლობიზმის, ისე საგარეო ლობიზმის მოტივაცია, ყველა რელიგიაში, რაც ჩვენთან მოიძიება.”
არჩილ გამზარდია – ანალიტიკოი
ამის შესახებ არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირიპირებას ეხმიანება.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 14 იანვარს დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.
ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.