გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, “ოქროს მოწმემ”, იაკობ ბრეგვაძემ გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, რაც ნათელს ხდის 19 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთამნ განაცხადა, იაკობ ბრეგვაძემ განვითარებული ძალადობის მოვლენები დეტალურად აღწერა და კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელა, თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა.
„ი.ბ.-მ დაადასტურა ქალაქ მცხეთაში ავტომაგისტრალზე განვითარებული ძალადობის მოვლენები და აღწერა. მასთან ასევე მოხდა ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება და დეტალურად მოხდა მისი მხრიდან აღწერილი თითოეული ის ქმედება, რომელიც ბრალდებულებმა განახორციელეს. მოწმემ კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელა, თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა, მოწინააღმდეგე მხარეს ის არ იცნობდა და აღწერა მათი მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, რაშიც მათ ბრალი ედებათ.”
ცნობისთვის, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ “ოქროს მოწმე” იაკობ ბრეგვაძე ჯვარედინი წესით დაკითხეს.
ე.წ. “ოქროს მოწმის განცხადებით, მას სასამართლოზე ჩვენება არ შეუძლია და ის თქვა რაც იცოდა.