ახალი ამბები მთავარი ციტატა

„სევდიანი ისტორია მეჩვენება ალეკოსთვის… შევიდეს! დავიღალეთ ყველა უკვე” – დეკანოიძე

სევდიანი ისტორია მეჩვენება ალეკოსთვის, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში უნდა შევიდეს და უკაცრავად ამ უხეში სიტყვისთვის „გააპრავოს“ „ქართული ოცნება“ და გაყალბებული არჩევნები; მაგრამ მგონი, დროა უკვე შევიდეს იმიტომ, რომ მართლა დაიღალა ამ მუქარით ამომრჩეველიც. შევიდეს, თუ ფიქრობს, რომ უნდა შევიდეს! მე არ მემეტება არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იმ პარლამენტში შესვლისთვის, მაგრამ რა გაეწყობა, მისი წარმოდგენა ემთხვევა კობახიძის წარმოდგენას.“

ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

ცნობისათვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში მისი პარტია სულ რომ მარტო შევიდეს, შევა, რადგან „მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე – გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის“.

იტვირთბა....