aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ჩოხატაურის მერიის წინ შეკრებილ მოსახლეობასთან, ყურანი და ბიბლია მიიტანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩოხატაურის მერიის წინ შეკრებილ მოსახლეობასთან, ყურანი და ბიბლია მიიტანეს.

„მუსლიმებს და მართლმადიდებელ ძმებს არ უნდა ეგონოთ რომ რამე სხვა ღმერთს ემსახურებიან”- აღნიშნა პირმა, რომელმაც ბიბლია და ყურანი გვერდიგევრდ დადო და მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა.

ფოტოს ავტორი: „პუბლიკა”/მინდია გაბაძე

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ჩოხატაურის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა.

მუსლიმი თემის წარმომადგენლები მერიაში შესვლას ცდილობენ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

 შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 12 იანვარს დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ამასთან, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა განაცხადა, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.
იტვირთბა....