ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ფაიზერს საქართველოდან მოთხოვნა არ მიუღია, ეს ტყუილია” – გიორგი ჩალაძის განმარტება

ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, საქართველომ უნდა წარმოადგინოს გეგმა: როგორ ავიცრათ, ვინ ავიცრათ და შემდეგ როგორ მოვიქცეთ.

ამასთან, როგორც ჩალაძე “მთავართან” ინტერვიუში აცხადებს, საქართველოს “ფაიზერისთვის” შესყიდვის მოთხოვნით არ მიუმართავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოიტყუა.

გუშინ, პირველი საათის მონაცემებით, საქართველოს “ფაიზერისთვის” შესყიდვის მოთხოვნით არ მიუმართავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოიტყუა, როცა განაცხადა, რომ ფაიზერის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. ამავე დროს, ტყული იყო გავრცელებული ინფორმაცია “კოვაქსის” პლატფორმის შესახებ, რადგან კოვაქს-პლატფორმაზე არცერთი, ვიმეორებ, არცერთი ვაქცინა არ არის ფაიზერის, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ასევე, ჩალაძე ამავე ტელეკომპანიასთან, საუბრისას დასძენს, რომ, მოსახლეობამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, დაგვიანებით, მაგრამ ახლა მაინც გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ეფექტურად იმოქმედოს.

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დაგვეხმარებიან საქართველოში ვაქცინა შემოვიდეს დროულად, ოღონდ საჭიროა სწორი ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა ჩალაძემ.

 

 

იტვირთბა....