ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკ რაიანი განცხადებას ავრცელებს, სანაც ნათქვამია, რომ პანდემიის მეორე წელი შეიძლება, პირველზე უფრო რთულიც კი იყოს.
როგორც რაინმა აღნიშნა, პაციენტების მოვლა შეძლონ, რადგან მეტი შემთხვევა ნიშნავს, რომ მეტ პაციენტს დასჭირდება ჰოსპიტალიზება.
„პანდემიის მეორე წელი შეიძლება, პირველზე უფრო რთულიც კი იყო, თუ გავითვალისწინებთ ვირუსის გადაცემის დინამიკას და ზოგიერთ ფაქტორს, რომელსაც ვხედავთ. ამიტომ ჩვენ ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ პოზიტიურ მხარეზე, უნდა შევხედოთ იმ ფაქტორებს, რამაც თითოეულ ქვეყენაში იმუშავა და შედეგი გამოიღო.
შემდეგ ეს ცოდნა სხვებს უნდა გადავცეთ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ საუკეთესო კომბინაცია. ბევრ ქვეყანაში არდადეგების პერიოდის შემდეგ სიტუაცია გაუარესდა.
ამის შესახებ თავად ამ ქვეყნებმაც იციან და ახლა ამკვიდრებენ სისტემას, რათა პაციენტების მოვლა შეძლონ, რადგან მეტი შემთხვევა ნიშნავს, რომ მეტ პაციენტს დასჭირდება ჰოსპიტალიზება“, – განაცხადა რაიანმა.