ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კონგრესმა დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ტრამპის იმპიჩმენს მხარი 217-მა წევრმა დაუჭირა, მათ შორის მინიმუმ ცხრა “რესპუბლიკელია”. ამის შემდეგ, საკითხზე უკვე სენატში იმსჯელებენ.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი „ამბოხის წახალისებაში” ედება.

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი.

შეგახსენებთ, 6 იანვარს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინრეობდა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ. კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.

იმავე დღს, აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.  არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

იტვირთბა....