ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზუსტად არ ვიცი, ვინ აფინანსებს თურქულის და ყურანის უფასოდ სწავლებას, თუმცა, მაქვს ვარაუდი…” – მოქალაქის მიმართვა ბუკნარის დაპირისპირებაზე

სოვიალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ბუკნარში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ წერს.

“მეტრონომი” მოქალაქის მიერ გავრცელებულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“ბუკნარში რა ხდება ჩემზე უკეთ იცით და მე გეტყვით, რა ხდება აჭარაში!

აჭარის თითქმის ყველა სოფელში მინიმუმ 1 ეკლესია ააშენა ხალხმა! ზოგ დიდ სოფელში ორი და სამიც! სრული უმრავლესობა ხალხის აშენებულია!

რადგან ზუსტად არ ვიცი ვინ აფინანსებს, ამიტომ არ ვიტყვი, მაგრამ ფინანსდება აჭარის სოფლებში აი რა:
სახლები, სადაც ბავშვებს კვებავენ, აცმევენ, ასწავლიან ყურანს და თურქულს! სრულიად უფასოდ! იქეთ ეხმარებიან ფულითაც!

კარგ მოსწავლეებს უფინანსდებათ თურქეთში სწავლის გაგრძელება!

უამრავი გაჭირვებული ოჯახი უშვებს შვილებს ასეთ ულიცენზია, გაუკონტროლებელ სკოლებში, რომლებიც სახლებშია გახსნილი და გამკითხავი კი არა, შემმოწმებელიც არავინაა!

ამ “სკოლებში” ბავშვები საჯარო სკოლის მერე მიდიან, უმეტესად. მშობლების დარდი ის იყო, რომ ისინი ვერ ასწრებდნენ საჯარო სკოლისთვის დავალებების მომზადებას, ხოოდა, ამ ე.წ. სკოლებმა გამოუცხადეს, ოღონდ ბავშვები დაგვიტოვეთ და მასწავლებლებს ავუყვანთო!

ახლა საჯარო სკოლის ზოგი მასწავლებელი სკოლის მერე ასეთ “სკოლებში” მიდის, ამეცადინებს ბავშვებს და იმაზე მეტს უხდიან, ვიდრე სახელმწიფოო, მომიყვნენ!
ამ დროს, რა ხდება მართლმადიდებლებში?

საპატრიარქოს სკოლების უმრავლესობა ისეთი ძვირია, ვერ გაეკარები!

ეკლესიები, რომლებიც ხალხმა ააშენა, შობას და აღდგომას იკეტება და მრევლს გარეთ ტოვებს!
აღდგომის წინა დღეებში ერთ მღვდელს დავურეკე აჭარაში, მითხრა, რა გინდათ, გიორგობას გავაღე ეკლესიაო… დამპირდა რომ აღდგომას მივიდოდა, მაგრამ მომატყუა მეც და ხალხიც მომატყუებინა!
ზუსტად არ ვიცი, ვინ აფინანსებს თურქულის და ყურანის უფასოდ სწავლებას, თუმცა, მაქვს ვარაუდი, აი, მართლმადიდებლურ მხარეს ვინ აფინანსებს, რომ ეკლესიაც დაუკეტონ მრევლს, ვარაუდიც არ მაქვს!
არ მიგვიყვანს ეს კარგ ამბამდე!

ბუკნარში დაპირისპირების შუაში მღვდლები უნდა ჩამდგარიყვნენ, ასე მგონია და იდგნენ?” – წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

ბუკნარში რა ხდება ჩემზე უკეთ იცით და მე გეტყვით, რა ხდება აჭარაში!
აჭარის თითქმის ყველა სოფელში მინიმუმ 1 ეკლესია ააშენა…

Posted by თამო კეშა on Wednesday, January 13, 2021

იტვირთბა....